სალომე ზურაბიშვილი

ხაბეიშვილი: დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება. ასევე, როცა ავტორიტარიზმზე საუბრობს და იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მხრივ პრობლემებია, აგრეთვე აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომლებიც შეუძლია, რომ გამოიყენოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის გვიყვება, დაახლოებით რა პრობლემებშიც ვართ და ეს საქართველოს მოქალაქეებმაც იციან. შემოგვჩივლა ახლა, მე კი ყველაფერი ვიცი და ინსტრუმენტებიც მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. "სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ, სირცხვილია" - აგრეთვე დასძინა ზურაბიშვილმა.

კომენტარები