ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, დოდონს იმის მეათედიც კი არ დაესიზმრება

გუშინ დააკავეს მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი დოდონი, თქვენი აღქმით აქ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკები, თუ არა? გვარამია ბევრად უფრო მძიმე საოცრებებს აკეთებდა, ეს ძალიან სერიოზულად შემიძლია გითხრათ. ის უბედურება, რაც ხდებადა 2004 წლიდან 2012 წლამდე, არის, მათ შორის, გვარამიას დიდი დამსახურება, ყაჩაღობა, უბედურება [...] დოდონი რაზეა დაკავებული? ვინმე მოკლა?

პრორუსული განწყობა რა შუაშია განაჩენთან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება იქაც, რომ იცოდეთ.
რაც შეეხება ბრალდებას, გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დოდნის მიმართ წაყენებული. იქაც კორუფციას ეხება საქმე და აქაც კორუფციას ეხება საქმე. რაც შეეხება 2004 -2012 წლების პერიოდს, გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი. ეს არის რეალობა.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 24 მაისს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს.

კომენტარები