ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: იან კელის პოზიციამ გაუადვილა ნიკა გვარამიას, რომ 7 მილიონით გაეძარცვა რუსთავი 2

კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესო. პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ისინი ლობისტები არიან უკვე ძალიან დიდი ხანია. იან კელის ერთი რამე მინდა შევახსენო, რომ მისი პოზიციაც იყო ძალიან პრობლემური თავის დროზე რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით და მისმა პოზიციამაც, სამწუხაროდ, გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მილიონით რუსთავი 2 გაეძარცვა, ეს არის სამწუხარო. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ, მით უმეტეს, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, გამომდინარე ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან, რომელიც აქვს კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 16 მაისს მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 24 მაისს  იან კელიმ და დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურით – "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".

კომენტარები