რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: ჩვენი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთის ქმედებები რუსეთს საშუალებას აძლევს, დამოკიდებული იყოს მხოლოდ საკუთარ თავსა და სანდო პარტნიორებზე.

აქვე, ლავროვმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის პარტნიორობა ჩინეთთან კიდევ უფრო გაძლიერდება.

"მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დიქტატორის პოზიცია დაიკავა, ჩვენი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება. [...] როდესაც ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ, რომ ვიყოთ ჩვენს თავზე და იმ ქვეყნებზე დამოკიდებული, რომლებმაც საკუთარი თავები სანდოებად დაამტკიცეს და სხვის დაკრულზე არ ცეკვავენ, შემდეგ თუ დასავლეთის ქვეყნები გონზე მოვლენ და დაიწყებენ რაიმე ფორმით თანამშრომლობის შემოთავაზებას, ეს ჩვენი გადასაწყვეტი იქნება უკვე". – თქვა ლავროვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები