რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სოფელ დესნაში ნანგრევების ქვეშ 87 ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩერნიგოვის ოლქის სოფელ დესნაში, ნანგრევების ქვეშ 87 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. რუსმა ოკუპანტებმა დესნაზე სარაკეტო თავდასხმა 17 მაისს განახორციელეს.

"დღეს ჩვენ დესნაზე მუშაობა დავასრულეთ. სამწუხაროდ, სტატისტიკა ასეთია, რომ ნანგრევების ქვეშ 87 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ. 87 გვამი, მსხვერპლი, დაღუპული - ამ ადამიანების გარეშე იქნება უკრაინის მომავალი" - თქვა ზელენსკიმ შვეიცარიის ქალაქ დავოსში გასამართი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ვიდეოჩართვის დროს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები