ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდის და: ჯონი ამბერს თმაში წვდა და სახეში რამდენჯერმე დაარტყა

Distractify

გახმაურებულ სასამართლო პროცესზე ამბერ ჰერდის უმცროსმა დამ, უიტნი ჰერდ ენრიკესმა ჯონი დეპის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

ენრიკესის თქმით ის დასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრობდა და სიძე, როგორც საკუთარი ძმა უყვარდა. ცნობილი მსახიობის დამ მოყვა, რომ დეპთან ერთად კოკაინი მოიხმარა, არაფხიზელ მდგომარეობაში ენრიკესსა და დეპს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"უკნიდან მომეპარა და ზურგში ჩამარტყა. გავიგონე ამბერის შეძახილი "ხელი არ ახლო ჩემს დას, ნა***ვარო". ამბერმა ხელი დაარტყა, საპასუხოდ ჯონი ცალი ხელით თმაში წვდა, მეორეთი კი რამდენჯერმე სახეში ჩაარტყა". – ამბობს ენრიკესი.

ჰერდის დამ ასევე ინციდენტი გაიხსენა, როდესაც დეპმა Red Bull-ის ქილა საკუთარ ექთანს, დები ლოიდსს ესროლა. ლოიდმა თავდასხმის ფაქტი საკუთარ ჩვენებაში უარყო.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მეხუთე კვირა მიმდინარეობს. გახმაურებული პროცესის დეტალების გასაგებად, ეწვიეთ ამ ბმულს.

 

კომენტარები