ათბილისის მერია

ივნისიდან ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივი გახდება

იმედი

ივნისის დასაწყისიდან თბილისის მერია მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ამის გამო, სამუშაოების დროს ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივი გახდება.

"სამუშაოების მიმდინარეობისას მელიქიშვილის გამზირი ჩაიკეტება და გადაადგილება შეზღუდული იქნება. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით. უნდა გითხრათ, რომ სამუშაოების დროს, ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ორივე მიმართულებით შეეძლებათ". - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია მოხდება. კერძოდ კი შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და არსებული სისტემა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

კომენტარები