რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ლვოვში 2 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ლვოვში 2 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ოკუპანტებმა იერიში წყალქვეშა ნავებიდან განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა დასავლეთი ავრცელებს.

"15 მაისს რაშისტებმა შავი ზღვის აკვატორიიდან ლვოვზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელეს იმისთვის, რომ მნიშვნელოვნაი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაენადგურებინათ. ოკუპანტების 2 ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ. ერთად გამარჯვებისთვის". - წერს სარდლობა დასავლეთი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები