რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკო: მეეჭვება, პუტინს რომელიმე ლიდერთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს, ვიდრე ჩემთან

მეეჭვება, რომ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოს რომელიმე ლიდერთან უფრო მჭიდრო, გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს, ვიდრე ბელარუსის პრეზიდენტთან. ეს პირველი. 

რაც შეეხება, რამდენად გულწრფელი ვარ პრეზიდენტ პუტინთან – ყველაფერი, რისი თქმაც მინდა პუტინისთვის, რასაც ვფიქრობ, ვეუბნები პირდაპირ, ყოველგვარი შემოვლის გარეშე, პირდაპირ სახეში. როგორც უფროს ძმას. ჩვენ გვაქვს ძალიან ღირსეული, სამართლიანი და ღია ურთიერთობა, განსაკუთრებით ახლა... გვაქვს კარგი ურთიერთობა, საუკეთესო ურთიერთობა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს შეიძლება ჰქონდეთ.

თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არსებულ ურთიერთობაზე, Associated Press-თან საუბრის დროს.

კომენტარები