სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ჩვენი უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან რუსეთთან ომს ვერასდროს მოვიგებთ

ვფიქრობ, მუდამ შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე მცირე წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ.

რაც გვჭირდება, არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული მედია Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აქამდე ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, საქართველოს თხოვნა დასავლეთის მიმართ, მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების შესახებ, მოიცავდა თუ არა სამხედრო დახმარებას, იარაღის მიწოდებასა და წვრთნების ჩატარებას.

კომენტარები