ფინეთი

ფინეთი რუსულ ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის საჰაერო ძალების Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი

ფინეთის თავდაცვის სამინისტრო რუსულ Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევა კესიალაჰტისა და პარიკკალას რეგიონში, ადგილობრივი დროით 10:40-ზე მოხდა. ფინეთის მხარის თქმით, ვერტმფრენი მათ სივრცეში 4-4.5 კილომეტრის მანძილზე შეფრინდა.

ფინეთის მესაზღვრეებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს წელს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის მეორე დარღვევაა. 

კომენტარები