უკრაინა-საქართველო

დავითულიანი: უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს არ ეკითხებათ, ვინ იქნება ჩვენს მთავრობაში

მესმის, რომ უკრაინა ომშია და იქ ახლა ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ მემგონი, ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ. უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება. რაც არ არსებობს, იმაში ნუ გვადანაშაულებენ და მეორე, როცა ძებნილ პირებს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ, ამაზე რომ მკაცრი პასუხი არ გვაქვს და რბილად ვეუბნებით იმიტომ, რომ მეგობარი ქვეყანაა, ამის საპასუხოდ ნუ ვიღებთ იმ აგრესიას, რომელიც არ დაგვიმსახურებია.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას. "ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია" - თქვა პოდოლიაკმა.

კომენტარები