უკრაინა-საქართველო

სიბიჰა ბოჭორიშვილთან საუბარზე: ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით

მიხარია, რომ გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ.

დღევანდელი საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართ ორმხრივ ინტერესზე.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავიწიოთ ორმხრივ თანამშრომლობაში და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტები.

დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სოციალურ ქსელში.

კომენტარები