ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის ფარგლებში მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს.
ჩვენი საუბარი პირდაპირ გაგრძელებად იქცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ცოტა ხნის წინ გამართული დიალოგისა, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შედგა.
ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო დღის წესრიგზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით GUAM-ის [დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის] ფარგლებში, ასევე ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში მიმდინარე უახლეს პოლიტიკურ პროცესებზე.
ჩვენ ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას.




