რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

4 მაისიდან შვედეთის საელჩო კიევში მუშაობას განაახლებს

შვედეთის საელჩო უკრაინაში 4 მაისიდან მუშაობას კიევში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

"დიდი მადლობა შვედეთის ელჩს უკრაინაში და მის გუნდს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და პოლონეთს, რომელიც დროებით გვმასპინძლობდა. შვედეთი გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატები იმ ადგილას დაბრუნდებიან, რაც მათ ეკუთვნით". - წერს ან ლინდე.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარა

კომენტარები