რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვი რჩება – უკრაინელი სამხედრო

Alexander Ermochenko/Reuters

მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურის, დენის შლეგის თქმით, რუსეთის ძალების მეირ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 20 ბავშვი რჩება.

მისივე თქმით, 1 მაისს 100-მდე ადამიანის ევაკუაციის შემდეგ ღამით რუსეთმა კვლავ განაახლა ქარხნის ტერიტორიის დაბომბვა.

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები