უკრაინა-საქართველო

ვოლსკი პოდოლიაკზე: ის თავისი განცხადებებით საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს

მე არ მჯერა, რომ პოდოლიაკი ამ პირობებში, როდესაც ამდენი სისხლი და ცრემლი იღვრება და უკრაინის დედაქალაქი იბომბება, ზის და ეკა გიგაურის მოხსენებებს კითხულობს. ეს არის გეგმაზომიერი შეტევა საკუთარ ქვეყანაზე, რასაც ნაცები აწარმოებენ. რეალობა სწორედ არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და ამაში თავისი განცხადებებით პოდოლიაკიც მონაწილეობს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსულ ბიზნესს ეხება.

კომენტარები