რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი ივანიშვილზე: დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს ოლიგარქს ელის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსულ ბიზნეს ეხება. 

პოდოლიაკი INSTAGRAM-ზე წერს, რომ "დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს ოლიგარქს ელის"

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ აჩვენა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე უარის თქმის მიზეზი. რა თქმა უნდა, ადგილობრივი "ცხოვრების პატრონის" ივანიშვილის საქმეა. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს ოლიგარქს ელის".- წერს პოდოლიაკი. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი მისი ოფშორული კომპანია Vanity Overseas Limited-ის მეშვეობით რუსეთში შპს აკვა-სფეისს ფლობს.

TI-ის კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. დღეის მდგომარეობით კი, მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს აკვა-სფეისი (ООО Аква-Спейс). ორგანიზაციის ცნობით, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ -  დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ივანიშვილის ნათესავების ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი სანქცირებულთა სიაში მოხვდა. 

კვლევა ვრცლად ნახეთ აქ. 

კომენტარები