IRI-ის კვლევა

IRI: საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად Facebook-ს იყენებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 97% ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებს.

  • Instagram – 25%
  • TikTok –13%
  • Twitter – 3%
  • Linkedin – 2%
  • Telegram – <1%
  • არც ერთს – 2%
  • უარი პასუხზე – <1%

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% მსოფლიოში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სწორედ Facebook-ს იყენებს.

კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

კომენტარები