IRI-ის კვლევა

ბობოხიძე: ოცნებასთან ერთად ევროინტეგრაციის შანსი არ არსებობს, ხალხი ამაში უნდა დავარწმუნოთ

ის, რომ საქართველოს ევროკავშირსა და დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია და არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი - 89%, პირდაპირ მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა. 

ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაარწმუნონ მოქალაქეები, როგორც მათი, ასევე ქართული ოცნების ამომრჩევლები, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას პერსპექტივა არ აქვს. 

სწორედ ამიტომ მგონია საპარლამენტო ოპოზიციის ტაქტიკა მცდარი, როცა ისინი ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც კი, მათი უვარგისობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის შანსი. 

ქართულ ოცნებასთან ერთად ამის შანსი არ არსებობს, ამიტომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრისა და ქართველი ხალხის ერთადერთი მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა იყოს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე IRI-ის კვლევაზე.

კომენტარები