IRI-ის კვლევა

IRI: არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა ენმ-ს - 40%, ქართულ ოცნებას - 29%

ცესკო

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ქართული საზოგადოების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა თქვა, რომ ხმას ენმ-ს არასდროს მისცემდა, ხოლო 29% ქართულ ოცნებას არასდროს აირჩევდა. რესპონდენტების 18%-ისთვის სრულად მიუღებელია გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა, 16%-ისთვის კი გირჩი. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან ევროპულ საქართველოს ხმას არასდროს არ მისცემდა 13%, ალტ-ინფოს - 12%, ლეიბორისტულ პარტიას - 11%, ლელოს - 10%, სტრატეგია აღმაშენებელს და პატრიოტთა ალიანსს - 9%, საქართველოსთვის (გიორგი გახარია) - 8%, მოქალაქეებს (ალეკო ელისაშვილი) - 6%, ხალხის ძალას - 4%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 2%. 

გამოკითხულთა 8%-ის თქმით, არ არსებობს პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდა, 12%-მა თქვა, რომ არ იცის, ხოლო 5%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. 

გამოკითხვა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმატით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1200-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია. 

კომენტარები