რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ: დავაკავეთ უკრაინის მხარდამჭერი რუსეთის 2 მოქალაქე, რკინიგზაზე დივერსიას გეგმავდნენ

ФСБ-ს თანამშრომლები

როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) იუწყება, მათ დააკეს რუსეთის 2 მოქალაქე, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინას და ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ.

"ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ბელგოროდის ოლქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე დივერსიის ჩადენის მზადების დროს, დაკავებულია რუსეთის 2 მოქალაქე, უკრაინული ნაციზმის მხარდამჭერები". – ამბობენ ФСБ-ში. 

ФСБ-ს მტკიცებით, დაკავებული პირები, დივერსიის დაგეგმვის გარდა, უკრაინულ მხარეს აწვდიდნენ ინფორმაციას იმ რუს სამხედროებში, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. 

როგორც რუსეთის უსაფრთხოების უწყება ამბობს, ბრალდებულები აპირებდნენ დაეზიანებინათ რკინიგზის ხაზები, რომლებზეც სამხედრო ეშელონები გადაადგილდება. 

"ვიკვლევდი რკინიგზას, რათა გამეგო, რა გზებით გადაადგილდებიან სამხედრო ეშელონები. ასევე, შევისწავლე გზის აგებულება და მისი მწყობრიდან გამოყვანის მეთოდები". – ФСБ-ს მტკიცებით, თქვა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

ამას გარდა, 27 აპრილის გამთენიისას ბელგოროდში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია. რუსული მხარე ხანძრის მიზეზს ამ დრომდე არ ასახელებს. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები