რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი BBC-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე საუბრობს

"დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი ომში გაიმარჯვებს. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული მარცხი და უკრაინის გამარჯვება". - თქვა ნედ პრაისმა. 

კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნები უკრაინას საკმარის მძიმე იარაღს, პრაისმა თქვა, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

"რაც ჩვენ გადავეცით უკრაინას არის სწორედ ის იარაღი, რომელიც მათ რუსული აგრესიისგან თავდასაცავად სჭირდებათ". - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. 

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  24 აპრილს კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავლენ. ხოლო, უკრაინისა და აშშ-ს მაღალჩინოსნების შეხვედრაზე უკრაინისთვის საჭირო იარაღსა და მისი მიწოდების ტემპს განიხილავენ.

კომენტარები