რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წოწორია ევროპის საბჭოს მიერ უკრაინის პროკურატურის დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში იმუშავებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საქართველოს მთავარი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია ევროპის საბჭოს მიერ უკრაინის გენერალური პროკურატურის მხარდასაჭერად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფში იმუშავებს. ჯგუფი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ინიციატივით შეიქმნა. წოწორიასთან ერთად ჯგუფში იმუშავებს გაერთიანებული სამეფოს Monckton Chambers-ის იურისტი, ჯერემი მაკბრაიდი.

"უკრაინაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებათა უხეში დაღვევების გამოძიების ფარგლებში საკონსულტაციო ჯგუფმა დაიწყო სტრატეგიული მნიშვნელობის საექსპერტო რჩევების მიწოდება გენერალური პროკურორისა და მისი ოფისისთვის. რჩევები დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან". – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები