რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 2 რუსი გენერალი მოკლეს – თავდაცვის სამინისტრო

UNIAN

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, 22 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსული ძალების 2 გენერალი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრა. 

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ლიკვიდირებული პირების პერსონალური მონაცემების დაზუსტება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები