რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაახლოებით, 21 600 სამხედრო, 854 ტანკი, 177 თვითმფრინავი" – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 23 აპრილის მონაცემებით რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს. 

უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს: 

  • დაახლოებით, 21 600 სამხედრო 
  • 854 ტანკი 
  • 2 205 ერთეული ჯავშანტექნიკა 
  • 403 საარტილერიო სისტემა 
  • 68 საზენიტო საბრძოლო სისტემა 
  • 177 თვითმფრინავი 
  • 154 ვერტმფრენი 
  • 1 543 სატრანსპორტო საშუალება 
  • 8 გემი/ნავი
  • 76 საწვავის ავზი 
  • 27 სპეციალური აღჭურვილობა 
  • 182 უპილოტო საფრენი აპარატი 

თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს - გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები