რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სახლები დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი, 1 დაიჭრა

სერგეი გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ პოპასნაიაში სახლები დაბომბეს - დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, 1 კი დაიჭრა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.  

"პოპასნაიასა და რუბეჟნოეს საცხოვრებელი უბნების დაბომბვის შედეგად სამი სახლი დაზიანდა. პოპასნაიაში ქუჩაში 2 ადამიანი მოკლეს, 1 კი დაიჭრა. თავს გაუფრთხილდით! დარჩით თავშესაფრებში!". - წერს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები