რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: სარაკეტო კრეისერი Mосква-ს ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 27 დაკარგულად ითვლება

REUTERS/Alexey Pavlishak/File Photo

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული სარაკეტო კრეისერი Москва-ს ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, 27 კი დაკარგულად ითვლება. დარჩენილი 396 წევრი გემიდან ევაკუირებული იქნა. 

The Washington Post-თან საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსულ სარაკეტო კრეისერ Москва-ს 2 უკრაინული ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილის დილას დაადასტურა, რომ კრეისერი Москва ჩაიძირა, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს გემის ბუქსირების დროს მოხდა.

მანამდე, მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მათ ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზოგიერთი უკრაინული წყარო და ამბობენ, რომ ხომალდის ბორტის დიდი ნაწილი მოკვდა და მათი გადარჩენა შტორმის გამო გართულდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები