მოლდოვა

ევროკავშირის კითხვარის შევსება მოლდოვამაც დაასრულა

Maia Sandu / Facebook

მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება დაასრულა. ქვეყნის ხელისუფლებამ დასრულებული კითხვარი უკვე გადასცა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს, იანის მაჟეიკსს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება უკვე დაასრულა უკრაინამაც.

თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. უკრაინის პრეზიდენტს კი იგივე დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისგან 8 აპრილს უკრაინაში ვიზიტის დროს გადაეცა.

კომენტარები