საქართველო-ევროკავშირი

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კითხვარი გადასცა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე კითხვარი გადასცა.

"კითხვარიდან ჩვენ გვსურს, გავიგოთ, სად დგას საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების მიმართულებით. მეორე ნაწილი იქნება თქვენი თანხმობა ევროპულ სამართალზე, რაც ასევე მოყვება ამ კვირაში. ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენს ევროპულ ბილიკზე, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ თქვენთან ვიმუშაოთ ძალიან სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად, რათა ეს დოკუმენტი მივაწოდოთ ევროკომისიას, მათი მოთხოვნის მიხედვით". – თქვა ვარჰეიმ

საქართველოსთან ერთად, ოლივერ ვარჰეიმ წევრობის განაცხადზე კითხვარი მოლდოვასაც გადასცა. უკრაინის პრეზიდენტმა კი, იგივე დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისგან 8 აპრილს, უკრაინაში ვიზიტისას მიიღო

კომენტარები