ქვეყნიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქი და პოლიტიკოსი ილან შორი მოლდოვაში ბიზნეს საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ შორმა თვითონ განაცხადა.
მოლდოვის სასამართლომ 2014 წელს ჩადენილი ფინანსური თაღლითობის გამო ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნიდან გაქცეულია, აქტიურად ახდენდა გავლენას მოლდოვის პოლოტიკაზე.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მან თქვა, რომ ბიზნეს საქმიანობასთან ერთად წყვეტს მოლდოვის პოლიტიკაში რაიმე სახით მონაწილეობას და აღარ დაუჭერს მხარს კონკრეტულ საარჩევნო კანდიდატებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ილან შორი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ათობით მილიონი ევროს დახარჯვაში დაადანაშაულა.





