მოლდოვის პარლამენტმა პალატაში რუსული ენის გამოყენება შეზღუდა, რის შემდეგად პრორუსმა და მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ახალმა პროცედურულმა წესებმა რუმინული ენა პალატის სამუშაო ენად გამოაცხადა. რუსული აქამდე კლასიფიცირებული იყო, როგორც "ეთნიკურ ჯგუფებს შორისი" ენა და დოკუმენტები რუტინულად ითარგმნებოდა.
კომუნისტური პარტიის წევრმა კონსტანტინ სტარისმა განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები პარლამენტის ლეგიტიმურობას ძირს უთხრის. მისი თქმით, "ამ ლოგიკით, შემდეგი ნაბიჯი არჩევნების გაუქმება იქნებოდა."
მემარჯვენე პარტიის "დემოკრატია სახლში" წარმომადგენელმა ალექსანდრუ ვერსინინმა განაცხადა, რომ შეზღუდვებმა დემოკრატია შელახა. "დღეს ისინი პირს გვაკეტინებენ. ხვალ კი გადაწყვეტენ, რომელ ჟურნალისტებს შეუძლიათ და რომელს არ შეუძლიათ კითხვების დასმა," - თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ, ვერსინინი "უხეშობის" გამო სხდომიდან გააგდო და დანარჩენმა ოპოზიციის წევრებმა დარბაზი დატოვეს.





