მე და მიხაილო პოდოლიაკი მზად ვართ, ჩავიდეთ მარიუპოლში, რათა მოლაპარაკებები გავმართოთ რუსულ მხარესთან ჩვენი სამხედრო გარნიზონის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები მარიუპოლში უკრაინულ ძალებთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
დღეს ქალაქის დამცველებთან საუბარში იყო წინადადება, რომ ჩვენი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები სწორედ იქ, მარიუპოლში გაიმართოს.
ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ნებისმიერ დროს მივიდეთ მსგავს მოლაპარაკებებზე, როგორც კი რუსული მხარისგან დადასტურებას მივიღებთ.





