რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: უკრაინამ ფლოტის გასაზრდელად საჰაერო ხომალდები და მისი ნაწილები მიიღო

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაზრდის მიზნით, უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებისგან, მათ შორის აშშ-სგან ავიაგამანადგურებლები და საჰაერო ხომალდების ნაწილები მიიღო.

"მე უბრალოდ ვიტყვი, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადასცეს სხვა მოკავშირე ქვეყნებმა, უკრაინამ საჰაერო თავდაცვის გაზრდისთვის დამატებით საჰაერო ხომალდები და საჰაერო ხომალდების ნაწილები მიიღო. ამით დავასრულებ, მეტს არაფერს ვიტყვი". - თქვა ჯონ კირბიმ.

საუბარია აშშ-ს უკანასკნელ სამხედრო დახმარების პაკეტზე, რომლის უკრაინაში ტრანსპორტირებაც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ინფორმაცია CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაუდასტურა

13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებას მიაწვდის. 

აშშ პირველად დათანხმდა, რომ კიევს მიაწოდოს ისეთი მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობის მქონე სამხედრო ტექნიკა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი ესკალაციის საფრთხედ აღიქვამდა. დახმარების პაკეტში შედის საბჭოთა წარმოების Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენები, ჰაუბიცები და Switchlade-ის უპილოტო საფრენი აპარატები.

კომენტარები