რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: სად არის МОСКВА? ის ჩაიძირა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერი Москва ჩაიძირა. ამის შესახებ არესტოვიჩი Twitter-ზე წერს.

"რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა Москва-მ საწინააღმდეგო ასვლა მოახდინა იმ კუნძულის მიდამოში, სადაც ის ნახუიზე გაუშვეს. სად არის მოსკოვი? "ის დაიხრჩო"". – წერს არესტოვიჩი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ცეცხლი გაუჩნდა და საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. 

"ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ". – წერს რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

13 აპრილს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. 

ინფორმაცია მედიას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, მაკსიმ მარჩენკომ მიაწოდა. ასევე, მისი თქმით, ეს ის გემია, რომელიც კუნძული ზმეინის მცველებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს.

"დამტკიცდა, რომ სარაკეტო კრეისერი Москва დღეს სწორედ იქ წავიდა, სადაც კუნძული ზმეინის ჩვენმა მესაზღვრეებმა გაუშვეს!". – თქვა მარჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსული სარაკეტო კრეისერი იწვის, მასზე ეკიპაჟის 510 წევრია. 

Українська правда-ს ცნობით, ზღვაში ამჟამად შტორმია და კრეისერის დასახმარებლად 4 რუსული ტექნიკური ხომალდი მივიდა.

"არსებული ინფორმაციით, Москва რადარებიდან გაქრა, ასევე ამ რაიონში ახლა იმყოფება მოწინააღმდეგის 4 ხომალდი, შესაძლოა მიმდინარეობდეს სამაშველო ოპერაცია. ეს მოხდა კუნძული ზმეინიდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით". – იუწყება Українська правда-ს წყარო.

როგორც უკრაინელი ჟურნალისტი სერჟ მარკო საკუთარ Facebook-ზე წერს, რუსულ კრეისერს ნეპტუნის ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს


 

კომენტარები