რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა

ჩეხეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთმა კიევში საელჩო ხელახლა გახსნა.

"ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი ნაბიჯიდან, რომელიც უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას გამოხატავს. ჩეხეთი უკრაინის გვერდით ყოველთვის იყო და მუდამ იქნება". - ინფორმაციას ČT24 Twitter-ზე ავრცელებს.

ამასთან ერთად, 10 აპრილს ევროკავშირმა საელჩო უკრაინის დედაქალაქ კიევში ხელახლა გახსნა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის დროებით პოლონეთში გადაიტანა. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს თქმით, იტალია ასევე გეგმავს საელჩოს გახსნას კიევში ომის დასრულებისთანავე, - იტყობინება იტალიური საინფორმაციო სამსახური Ansa.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები