რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რიაბკოვი: უკრაინაში იარაღის შემტანი კოლონები ლეგიტიმური სამიზნეებია

სერგეი რიაბკოვი
МИД России / Global Look Press

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აშშ-სა და NATO-ს აფრთხილებს, რომ რუსეთი უკრაინაში იარაღის შემტან კოლონებს "ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად" მიიჩნევს.

"ჩვენ გვინდა დასავლეთის ქვეყნებს გავაგებინოთ, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციის შენელების ნებისმიერ მცდელობას სასტიკად გავუსწორდებით". - თქვა სერგეი რიაბკოვმა TASS-თან ინტერვიუს დროს.

რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთს არ აქვს სამართლებრივი უფლება, რუსეთის თანხმობის გარეშე, უკრაინას საბჭოთა წარმოების დანადგარები გადასცეს, რადგან მათ იარაღის სერტიფიკატები ზღუდავთ. ასევე, მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები