ალტ-ინფო

ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით – პრეზიდენტის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუტინისტ პლატფორმა ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მიზეზი ალტ-ინფოს ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებია.

"ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს". – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებაში.

ალტ-ინფო ძალადობრივი, პუტინისტი პლატფორმაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.

კომენტარები