ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ისრაელი: არ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ "არჩევნებს"

საქართველოში ისრაელის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ, რომ ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ "არჩევნებსა", თუ "რეფერენდუმებს".

"ისრაელის საელჩო, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია". – წერია საელჩოს განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ასევე, პარტია ნიხასის ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერი, ალექსანდრე პლიევი და ე.წ. დეპუტატი, გარი მულდაროვი.

ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ადამიანია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც

კომენტარები