ჰოლივუდი

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მეორედ დაინიშნენ

Glamour

გასულ კვირას ტაბლოიდებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიფერი მეორედ დაინიშნა. პაპარაცებმა ჯეი ლოს ხელზე ახალი, მწვანე, ძვირფასი ქვით შემკული ბეჭედი შენიშნეს. საბოლოოდ ნიშნობა ჯენიფერ ლოპესმა დაადასტურა.

ლოპესმა და აფლეკმა ერთმანეთი 2001 წელს, ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე დაიწყეს. ვარსკვლავურ წყვილს პრესამ ბენიფერი შეარქვა. 2002 წელს ბენიფერი დაინიშნა, ორი წლის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაასრულა.

ჯენიფერ ლოპესისთვის ეს მეოთხე ქორწინება იქნება. ოჯანი ნოასთან შექმნილმა ოჯახმა, მხოლოდ ერთი წელი გაძლო. მეორე ქორწინება მოცეკვავე კრის ჯადთან ორ წელს გაგრძელდა. ყველაზე სტაბილური ურთირეთობა ლოპესს მომღერალ მარკ ენტონისთან ჰქონდა, წყვილი 10 წლის შემდეგ განქორწინდა. 2019 წელს მომღერალი ბეისბოლისტ ალექს როდრიგესზე დაინიშნა, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა. აფლეკთან ურთიერთობა ლოპესმა 2021 წელს განაახლა.

ბენ აფლეკისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. 13 წლის განმავლობაში ის დაქორწინებული იყო მსახიობ ჯენიფერ გარნერზე.

 

კომენტარები