ჰოლივუდი

FORBES-მა 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა

გამოცემა Forbes-მა 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა

ყოფილი რესლერი დუეინ ჯონსონი მეხუთედ(2016, 2019, 2020, 2021) გახდა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი. 52 წლის ვარსკვლავმა $88 მილიონი გამოიმუშავა. ძირითადი შემოსავალი ჯონსონმა Amazon-ის საშობაო ფილმში Red One და ანიმაციაში Moana 2 შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

მეორე ადგილზე $85 მილიონით რაიონ რეინოლდსი გავიდა. მსახიობს ძირითადი მოგება Deadpool & Wolverine-მა მოუტანა, გარდა ამისა რეინოლდსის შემოსავალზე აისახა ფილმ IF-ისთვის მიღებული ჰონორარი.

$81 მილიონით სამეულში მოხვდა ჯონსონის დიდი ხნის მეგობარი კევინ ჰარტი. კომიკოსს საპატიო ადგილის მოსაპოვებლად 2024 წელს ბევრი შრომა მოუწია. ჰარტმა ფილმებში Borderlands და Lift, სერიალ Fight Night-ში ითამაშა, ასევე Amazon-სა და The Roku Channel-ზე გამოვიდა მისი პერსონალური სტენდაპები. გარდა ამისა, კომიკოსმა 90-ზე მეტი სტენდაპ შოუ ჩაატარა.

2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. დუეინ ჯონსონი – $88 000 000
  2. რაიან რეინოლდსი – $85 000 000
  3. კევინ ჰარტი – $81 000 000
  4. ჰერი სეინფილდი – $60 000 000
  5. ჰიუ ჯეკმანი – $50 000 000
  6. ბრედ პიტი – $32 000 000
  7. ჯორჯ კლუნი – $31 000 000
  8. ნიკოლ კიდმანი – $31 000 000
  9. ადამ სენდლერი – $26 000 000
  10. უილ სმიტი – $26 000 000 

კომენტარები