რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: აშშ სლოვაკეთს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემა

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, აშშ საჰაერო თავდაცვის Patriot-ის სისტემებს ქვეყანაში მომავალ კვირას განათავსებს. 

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სლოვაკეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების C-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. ნადის თქმით, სლოვაკეთი იმ შემთხვევაში შეძლებდა პრეზიდენტი ზელენსკის თხოვნის შესრულებას, თუ მას შესაბამისი შემცვლელი ექნებოდა.

"თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, იაროსლავ ნადს ესაუბრა და უკრაინაში C-300-ის თავდაცვის სისტემის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა. ლიდერებმა განიხილეს მათი მნიშვნელოვანი როლი უკრაინის მხარდაჭერასა და გადარჩენაში." - ვკითხულობთ პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები