უსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი: ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს კლავენ და აწამებენ

უკრაინსი ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს კლავენ და აწამებენ. 

დენისოვას ინფორმაციით, ლიტველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩიუსი ოკუპანტებმა ჯერ დაატყვევეს, შემდეგ კი დახვრიტეს. 

"ოკუპანტებმა რეჟისორის ცხედარი ქუჩაში გადააგდეს. მისმა მეუღლემ, სიცოცხლის რისკის ფასად, ცხედარი ბლოკირებული ქალაქიდან გამოიყვანა და ლიტვაში გადაასვენა. რეჟისორის გარდაცვალების რეალური მიზეზი ქალის უსაფრთხოების გამო აქამდე არ სახელდებოდა". - წერს ის. 

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტი, მწერალი, მოხალისე, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენ ბალი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. 18 მარტს 78 წლის კაცი რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის მახლობლად, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

"დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედროებთან "მაკომპრომეტირებელი" ფოტოები გახდა. სასტიკი ცემის შემდეგ ის სამ დღეში გაათავისუფლეს. 2 აპრილს ევგენი ბალი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი რუსი ოკუპანტების მიერ წამების შედეგი იყო". - წერს დენისოვა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები