უსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მიმდინარე კონტრშეტევისთვის აშშ უკრაინას იარაღს ბოლო თვეების განმავლობაში აწვდიდა – CNN

აშშ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინას იმ იარაღს აწვდიდა, რომელიც ქალაქების გათავისუფლების ამჟამინდელ კონტრშეტევაში დაეხმარებოდა - ინფორმაციას СNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, მათი ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია. 

წყაროს ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს სთხოვა, მიეცათ იარაღი, რომელიც მათ მიერ სამხრეთ ნაწილში დაგეგმილი კონტრშეტევისთვის იყო საჭირო. აშშ-მ უკრაინის მოთხოვნა დააკმაყოფილა - გაუგზავნა დამატებითი საბძოლო მასალა და ჯაველინები. 

როგორც CNN წერს, წყაროს განცხადებით, დახმარების ამ პაკეტების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, თუმცა უცნობი რჩებოდა ის, რომ ეს იარაღი სპეციალურად მიმდინარე კონტრშეტევისთვის იყო განკუთვნილი. 

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი მუდმივად ესაუბრებოდნენ უკრაინელ კოლეგებს, რათა სცოდნოდათ, თუ რომელი იარაღი სჭირდებოდა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი მიზნებიდან გამომდინარე. 

კომენტარები