სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთიანი ვართ, არა მაშინ, როცა 2 ბანაკად ვართ გაყოფილი

9 აპრილის მაგალითი სწორედ ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი. 9 აპრილი ამის დასტურია. როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები