სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა

დღეს საჭიროა, რომ დავუბრუნდეთ ჩვენი ერთიანობის საფუძვლებს, ვუპასუხოთ საზოგადოებაში არსებული ეროვნული თანხმობის მოთხოვნას, არა მხოლოდ მოწოდებებითა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, არამედ ქმედებით. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს თანხმობის ერთობლივ დოკუმენტამდე, რომელმაც უნდა ასახოს ჩვენი საერთო ხედვა და საერთო ნება. სინამდვილეში, საზოგადოება უკვე თანხმდება ყველაზე მთავარზე - ერთიანები ვართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანში, ერთიანები ვართ ევროინტეგრაციის გზის არჩევანში, ერთიანები ვართ კანონის უზენაესობის არჩევანში, დღეს ასევე ერთიანები ვართ უკრიანის მიმართ სოლიდარობაში. 

ჩვენს ერთობაზეა დამოკიდებული, რომ სხვამ ვერ შეძლოს ჩვენით მანიპულირება, ჩვენი პროვოკაციაში ჩათრევა და ჩვენ მიერ არჩეული გზიდან გადახვევა.

ამბობს საქართველოს პრეიზდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

კომენტარები