საფრანგეთის არჩევნები

მაკრონი: ფაქტია, რომ საარჩევნო კომპანია იმაზე გვიან დავიწყე, ვიდრე მინდოდა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი გამოკითხვების შედეგად ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ულტრამემარჯვენე კანდიდატ, მარინ ლე პენთან შედარებით სუსტი უპირატესობა აქვს. 

ბოლო გამოკითხვების შედეგად, ლე პენის მხარდაჭერა აშკარად გაზრდილია, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ის მაკრონს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

"ექვსი კვირის წინ, მაშინ, როცა უკრაინის ომი დაიწყო, ვინ იფიქრებდა, რომ დავიწყებდი საარჩევნო რბოლასა და საშინაო საკითხებზე ვკონცენტრირდებოდი. შესაბამისად, ფაქტია, რომ საარჩევნო კომპანია იმაზე გვიან დავიწყე, ვიდრე მინდოდა. 

[...] ლე პენის პროგრამა მასობრივ უმუშევრობას განაპირობებს, რადგან ის საერთაშორისო ინვესტორებს განდევნის. მისი იდეოლოგია არ შეცვლილა. ეს არის რასისტული პროგრამა, რომელიც ძალიან სასტიკია და მიზნად საზოგადოების გაყოფას ისახავს". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა Le Parisien-თან ინტერვიუს დროს.

კომენტარები