საფრანგეთის არჩევნები

ფილიპი: ლე პენს არჩევნების მოგება შეუძლია, საფრანგეთი ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოს

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა France Inter-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთი არჩევნებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, ვინაიდან ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარი ლე პენის გამარჯვების რეალური შანსი არსებობს. 

"ვფიქრობ, მარი ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნების მოგება შეუძლია. ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდა, ცდებოდნენ - არათანმიმდევრულები იყვნენ. ამ არჩევნებს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. საფრანგეთის მოსახლეობა მას სერიოზულად უნდა მოეკიდოს

ჩემი გააზრებული რწმენით, საფრანგეთი ნაკლებად კარგად იცხოვრებს, თუ ქალბატონი ლე პენი არჩევნების მოგებას შეძლებს". - ამბობს ედუარდ ფილიპი France Inter-თან ინტერვიუში.

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.84% დააგროვა, ლე პენმა კი - 23.15%, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები