რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ნიკოლაევში ონკოლოგიური და ბავშვთა კლინიკა დაბომბეს

სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციის მკურნალები საზღვრების გარეშე (MSF-ის) ცნობით, 4 აპრილს ნიკოლაივის საავადმყოფოში ვიზიტისას თავდასხმა მოხდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა ცნობით, ასევე, დაიბომბა 300 მეტრში მდებარე ბავშვთა კლინიკა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ჯგუფი ონკოლოგიურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, როდესაც 10 წუთის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

ორგანიზაციის პერსონალი არ დაშავებულა, მაგრამ ტერიტორიის დატოვებისას, MSF-ის გუნდმა დაინახა დაშავებულები და სულ მცირე ერთი ცხედარი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები