რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსულ darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. უწყების ცნობით, ისინი ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებენ.

"მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში". - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

სანქციები Hydra-სა და კრიპტოვალუტა Garantex-ს დაუწესდა. ახალი სანქციებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია, მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე.

ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო "ყველაზე დიდ და ცნობილ darknet-ის ბაზრად" აფასებს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ დახურეს Hydra-ს სერვერები გერმანიაში და ამოიღეს 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. 

Darknet ბაზარი არის შავი ბაზრების ქსელი, სადაც  ლეგალურ პროდუქტთან ერთად, უკანონო საქონლის შეძენაც შესაძლებელია, იქნება ეს ნარკოტიკი, მოპარული ინფორმაცია თუ იარაღი. Darknet-ის ბაზარზე გადახდის მეთოდად ხშირად კრიპტოვალუტას იყენებენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის პასუხად, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. დღეს, 5 მარტს ევროკავშირმა სანქციათა მეხუთე პაკეტი შეიმუშავა


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები